1 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ჩამოტვირთვა

დღეიდან ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა ქვეყნის მასშტაბით არსებულ 22-ვე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია უკვე გაიარეს.

ერთიან ეროვნულ გამოცდას წელს 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.  

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" დირექტორის, მაია მიმინოშვილის, განცხადებით, თავდაპირველად დარეგისტრირებული იყო 41 500 აბიტურიენტი, თუმცა, იმის გამო, რომ მათმა ნაწილმა საატესტატო გამოცდების ზღვარი ვერ გადალახა, ისინი ეროვნულ გამოცდებზე ვერ მოხვდნენ.

რეგისტრაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა.

მაია მიმინოშვილის თქმით, წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობას 18 მსჯავრდებული აბიტურიენტიც იღებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები