მსოფლიო
"მამა საჭმელს ამზადებდა და ბავშვი აივნისკენ გაიპარა" - ვიდეოკადრები და ახალი დეტალები ტრაგიკული შემთხვევის ადგილიდან
2017-06-28 15:45:23
ჩამოტვირთვა
ტრაგიკული შემთხვევა მოხდა გლდანში. 5 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ბავშვმა სავარაუდოდ, თვითნებურად გააღო აივნის კარი და შემდეგ კორპუსიდან გადმოვარდა.
მეზობლების თქმით, ქერჩის ქუჩის #22-ში მომხდარი შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.
როგორც ცნობილია, ბავშვის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
კომენტარები