1 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეტრო „უნივერსიტეტში“ სატესტო მატარებელი სამ კვირაში გაივლის - ფოტოები

მეტრო „უნივერსიტეტში“ ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულებულია, - ამის შესახებ „საზოგადოებრივს" მუნიციპალური განვითარების ფონდის ინჟინერმა, რამაზ დალაქიშვილმა განუცხადა. 

დაახლოებით 3 კვირაში სადგურში სატესტო მატარებელი გაივლის, მაგრამ როდის შევა „უნივერსიტეტი" ექსპლუატაციაში, ზუსტი დრო ჯერ უცნობია. სავარაუდო პერიოდად შემოდგომის მეორე ნახევარი სახელდება. 

„საზოგადოებრივმა" დღეს მიწისქვეშა სამუშაოები დაათვალიერა და გაარკვია, რომ მოპირკეთების ეტაპი მალე დასრულდება. 

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინჟინრის, რამაზ დალაქიშვილის თქმით, ძირითადი და საკონტაქტო რელსები დამონტაჟებულია, შეყვანილია დენის ყველა წყარო, რომელიც მატარებლის მოძრაობასა და სადგურის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

„ეს ყველაფერი უნდა მოვიდეს თავსებადობაში დანარჩენ სადგურებთან. ამჟამად სატესტო რეჟიმში ვართ. დამონტაჟებულია უცხოური წარმოების დანადგარები, ის დანადგარები, რომლებიც დანარჩენ 22 სადგურში, საბჭოთა კავშირის დროს განსხვავებული იყო. ახლა ამ ორი მექანიზმის თავსებადობა უნდა მოხდეს და მიმდინარეობს მთლიანად ამ სისტემის აწყობა", - აცხადებს რამაზ დალაქიშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები