1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისის მუზეუმების გაერთიანება

17 ივნისს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გამოფენის „ძველი და ახალი ლაურენსია“ გახსნა გაიმართება

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტის „ლაურენსია“ როგორც თბილისის მუზეუმების გაერთიანების ფონდებში არსებული ძველი, ასევე სრულიად ახალი ექსპონატები, კოსტიუმები და ესკიზები; მათ შორის, ივანე ასკურავას მიერ 1979  წლის დადგმისათვის (ვახტანგ ჭაბუკიანის რედაქციით) შესრულებული და დავით მონავარდიშვილის მიერ 2007 (ნუკრი მაღალაშვილის რედაქციით) და 2014 წლებში (ნინო ანანიაშვილის რედაქციით) შესრულებული განახლებული დადგმების ესკიზები.

ვახტანგ ჭაბუკიანმა ბალეტი „ლაურენსია“ (კომპოზიტორ  ა. კრეინი) ლოპე დე ვეგას ნაწარმოების „ცხვრის წყარო” მიხედვით იმ პერიოდში შექმნა, როცა საბჭოთა კავშირში დრამატული ბალეტი თითქმის ერთადერთ მისაღებ ფორმად ითვლებოდა. სპექტაკლში ქორეოგრაფმა აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო წარმოადგინა, სადაც კლასიკურ ბალეტთან  ხალხური ცეკვის ელემენტები იყო შერწყმული. 

ვახტანგ ჭაბუკიანის სამმოქმედებიანი  ბალეტის  "ლაურენსია“ პრემიერა    1939 წლის  22 მარტს  ლენინგრადის  ს. კიროვის  სახელმწიფო ოპერისა  და  ბალეტის  თეატრის  სცენაზე შედგა და 2014 წლის ჩათვლით, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო თეატრში მრავალჯერ დაიდგა. 2017 წლის თბილისის საბალეტო ფესტივალი კი, 21, 23 და 25  ივნისს ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტის „ლაურენსია“ 3 საპრემიერო ჩვენებით გაიხსნება, რომელიც განახლებული ქორეოგრაფიული რედაქციით ქართველმა პრიმა ბალერინამ, ნინო ანანიაშვილმა უკვე მეორედ გააცოცხლა.

სოლისტები - ლალი კანდელაკი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი) და ლაშა ხოზაშვილი (ბოსტონის ბალეტი, აშშ); ნუცა ჩეკურაშვილი და იონენ ტაკანო (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი); ნინო სამადაშვილი და ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი). სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა მხატვარმა - დავით მონავარდისაშვილმა, რომელმაც დეკორაციის 3 ესკიზი სულ ახლახანს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას მუდმივი სარგებლობისათვის გადასცა საჩუქრად.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოფენა „ძველი და ახალი ლაურენსია“ თბილისის საბალეტო ფესტივალის ფარგლებში გაიმართებაrnდა ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გიმასპინძლებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...