1 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ბირჟა მაფიის“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ადვოკატები 50 000 ლარიან გირაოს ითხოვდნენ.

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მიხეილ მგალობლიშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

"მადლობა ყველას. რცხვენოდეთ იმ ადამიანებს, ვინც ეს საქმე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა",- განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა.

სასამართლო პროცესზე კი რეპერმა, მიხეილ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

 

რეპერ გიორგი ქებურიას პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები