1 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არიან თუ არა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება


საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრასთან დაკავშირებით, 112-ში გამოძახება არ დაფიქსირებულა. 

სოფელ მაღაროში სიღნაღის გამგებლის წარმომადგენლის თენგიზ შაიშმელაშვილის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. მისივე თქმით, სტიქიას მოსახლეობაში პანიკა არ გამოუწვევია. 

საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით - 22კმ. სოფელი ქვემო ბოდბედან - 15კმ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები