1 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანი დაშავდა

   ლომისობის დღესასწაულზე, სალოცავთან მისასვლელ გზაზე 20-მდე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც იქ მიმსვლელ მლოცველებს დახმარებას უწევენ.

მათივე ცნობით, მაშველები ამ დროისთვის 20-მდე ადამიანს დაეხმარნენ, რომლებსაც ფეხი დაუცურდათ და მსუბუქი დაზიანება მიიღეს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე 65 მაშველი იმყოფება და იქ იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე ბოლო ადამიანი არ დატოვებს სალოცავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები