1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთი დღე მულტფილმში

ერთი დღე მულტფილმში - ასე უწოდეს ზეიმს, რომელიც მაგთიკომმა და  ამერიკულმა არხმა Cartoon Network-მა  პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის 3 ივნისს, მთაწმინდის პარკში  გამართეს.

როგორც მაგთისატი, ისე მაგთის IP ტელევიზია არხების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგთიკომისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისი პატარა მაყურებლები, რომლებსაც მსოფლიოში პოპულარულ საბავშვო არხებს სთავაზობს,  მათ შორისაა არხი Cartoon Network.

3 ივნისს მაგთიმ და Cartoon Network-მა  ნამდვილ მულტფილმში მოიწვია ბავშვები:  მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა  გულისხმობდა მულტფილმების ჩვენებას ღია ცის ქვეშ, ექსპერიმენტების ჩატარებას ლაბორატორიაში, თოჯინების თეატრის წარმოდგენას, მხიარულ თამაშებს  და თამაშებში გამარჯვებულთა დაჯილდოებას. . .

ამ ღონისძიებას კი წინ ერთვოდა მაგთის კონკურსი, რომელიც კომპანიამ Facebook გვერდზე თავისი პატარა მეგობრებისთვის გამოაცხადა: მათ უნდა დაეხატათ საყვარელი გმირები Cartoon Network-ის მულტფილმებიდან და გაეგზავნათ მაგთის facebook-გვერდზე. 

3 ივნისს, მთაწმინდის პარკში, მაგთის კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვედრილ პატარა მხატვრებს გადაეცათ პრიზები:

-         Samsung-ის სმარტფონები მაგთისგან;

-         სამახსოვრო სუვენირები Cartoon Network-ისგან;

-         50-ლარიანი ვაუჩერები - მთაწმინდის პარკისგან. 

 

„მაგთიკომი მომხმარებელს 250-მდე მაღალრეიტინგულ და სხვადასხვა შინაარსით გამორჩეულ არხებს სთავაზობს, რათა გათვალისწინებული იყოს ყველა სეგმენტის გემოვნება და ინტერესები.  ბოლო პერიოდში 50 ახალი არხი დაგვემატა და ეს პროცესი მუდმივად გაგრძელდება.“  - აცხადებენ მაგთიკომში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები