1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩაერთე რაგბიში ფესტივალზე მონაწილეებმა სამოასა და არგენტინის ნაკრებებთან ერთად ივარჯიშეს

შეგახსენებთ, რომ  პროექტიჩაერთე რაგბიში" (Getფესტივალინატახტარის ლიმონათის თასი" ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლების მოზარდებს მასტერკლასები სამოასა და არგენტინის ნაკრების წევრებმა  ჩაუტარეს

1 ივნისს, მარტყოფში, რაგბის გადამზადების ცენტრში ფესტივალში მონაწილე საფინალო ეტაპზე  გასული სკოლების მოზარდების საჩვენებელი ვარჯიში მოეწყო. მათ მასტერკლასები მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში სტუმრად მყოფმა სამოასა და არგენტინის ნაკრების წევრებმა ჩაუტარეს. დასასრულს, პროექტის „ჩაერთე რაგბიში“ ფარგლებში სკოლებს შორის საჩვენებელი თამაში გაიმართა.

  ხოსე მიგელ გოროთხათეგუი, პროექტის „ჩაერთე რაგბიში“ ევროპის ქვეყნების მენეჯერი: “ძალიან მაგარი ღონისძიება გვაქვს, სამოას ეროვნული გუნდმა და არგენტინის ნაკრების წევრებმა ქართველ ბავშვებთან ერთად ითამაშეს და მათ მაღალი კლასის მასტერკლასები ჩაუტარეს. ამ მეგობრული შეხვედრით როგორც ბიჭები, ასევე გოგონებიც ძალიან გახარებულები არიან”. 

 გოჩა სვანიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „პროექტის „ჩაერთე რაგბიში“ პრეზენტაცია შემოდგომაზე გაიმართა, რომლის ფარგლებში 2017 წლიდან თბილისის ყველა სკოლის მასშტაბით დაიწყო  ფესტივალი „ნატახტარის ლიმონათის თასი“. საკმაოდ, მნიშვნელოვანია პროექტია, რომელიც „ევროპა რაგბის“ რეკომენდაციითა და სტანდარტებით, ასევე ნატახტარის მხარდაჭერით  ხორციელდება. ეს არის უპრეცენდენტო შანსი მოზარდებისთვის. ფესტივალის გამარჯვებული შემოდგომაზე, ესპანეთში გაემგზავრება და ანალოგიურ ტურნირში იქაც მიიღებს მონაწილეობას“.  

დავით კაჭარავა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი: „სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებულად პოპულარულია ახალ თაობაში. პროექტის საშუალებით კი უფრო ბევრმა მოზარდმა შეძლო ჩაერთულიყო რაგბიში, თუ ბოლომდე არ გაყვება ამ სპორტის სახეობას, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი მაინც იქნება ყოველთვის. ეს პროექტი უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევს რაგბის და გრძელვადიან ჭრილში უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქვეყანას მორაგბეების სახით. პროექტის მიზანსაც სწორედ,  მოზარდებისათვის სპორტის ამ სახეობის უკეთ გაცნობა, თამაშის პრინციპების შესწავლა და მორაგბეების უნარ ჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენდა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...