1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი „Construction Georgia 2017“ გაიმართება

6 ივნისს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing  Tbilis-ში BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით, ბიზნეს ფორუმი Construction Georgia 2017 გაიმართება. თემის ფარგლებში განიხილება სამშენებლო ბიზნესი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი საქართველოში. ღონისძიების მთავარი მიზანია განისაზღვროს ისეთი ეკონომიკური ფაქტორები, როგორიც არის სამშენებლო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და სტანდარტიზაცის მნიშვნელოვანი გავლენები სამშენებლო სექტორზე.

ფორუმის მთავარი თემებია: მოთხოვნა - მიწოდების თანაფარდობა ბაზარზე და ურბანიზაციის გავლენა სექტორის განვითარებაზე; სამშენებლო ბიზნესის ფინანსირება და არსებული რისკ-ფაქტორები; სამშენებლო სექტორი - მიმზიდველი დარგი ინვესტორთათვის და განხორციელებული ინვესტიციები; უსაფრთხოების ზომების თანხვედრა სტანდარტებთან და რეგულაციების როლი; დარგის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ბაზა; სამშენებლო ბიზნესის მართვის კლასტერული პოლიტიკა საქართველოში და ენერგოეფექტურობის სტანდარტები მშენებლობაში - სტრატეგია და ვალდებულებები 2022 წლისათვის.

 

BUSINESS GEORGIA ბიზნეს ფორუმების ორგანიზებით და აქტუალური თემატიკის განსაზღვრით გამოირჩევა, რითაც ხაზგასმა ხდება იმ მოვლენებზე და ფაქტებზე, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს.  ინდუსტრიული, თემატური და რეგიონული ბიზნეს ფორუმების სახით კომპანია ცდილობს ინფორმაცია მიაწოდოს ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ხელსაყრელი კლიმატის ფორმირების პროცესში.

დამსწრე საზოგადოების რანგში 300-მდე სტუმარია მოწვეული. მათ შორის იქნებიან  მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სავაჭრო პალატების, ფინანსური ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი ინვესტორები, სამშენებლო დეველოპერული კომპანიები, საფინანსო და სადაზღვეო სექტორი, საინვესტიციო კომპანიები და მედიის წარმომადგენლები.

 

To register at the Business Forum Construction Georgia 2017, please visit the link:

http://businessgeorgia.ge/construction/

 

საკონტაქტო პირი:

თამუნა უბირია

E: [email protected]

T: 595 885 405

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...