საზოგადოება
პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებული ზეიმი გაუქმდა
2017-05-25 00:55:35
საქართველოს საპატრიარქომ კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი გააუქმა.
ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
კომენტარები