1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებული ზეიმი გაუქმდა

  საქართველოს საპატრიარქომ კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი გააუქმა.

   ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

  "მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები