1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად სოციალური და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართება

საქართველოში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩემპიონატში მონაწილე გუნდები სხვადასხვა სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობას გეგმავენ.  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დღეს თიბისი გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართა.

 

საქართველოს რაგბის კავშირი დიდი ხანია, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. რაგბის სამყაროში მსგავსი პროექტები ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილია და სოციალურ და საგანმანათლებლო საკითხებში მოთამაშეებისა და გუნდის მენეჯმენტის ჩართულობას გულისხმობს.

 

ჩემპიონატის მსვლელობისას  სხვადასხვა სოციალურ აქტივობაა დეგეგმილი. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღონისძიება ჰაკათონია, რომლის ფარგლებშიც ინგლისისა და მსოფლიო რაგბის IT სპეციალისტებთან ერთად საქართველოს რაგბის აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეებს რაგბში და ზოგადად, სპორტში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობენ. სამატჩო დღეებში სტადიონის ტერიტორიაზე უსაფრთხო გზების კამპანიაც იგეგმება. გუნდები, ასევე, აქტიურად იქნებიან ჩართული ბავშვთა დღისა და გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში. ამასთან ერთად პროექტის ფარგლებში იგეგმება მედია ტურნირების, სამედიცინო და სამწვრთნელო სემინარების გამართვა.

 

ტურნირის სოციალურ პროგრამაში არაერთი პარტნიორი კომპანიაა ჩართული, მათ შორის, თიბისი ბანკი, ბილაინი, UN Women, სან-დიეგოს უნივერსიტეტი,  Unicef, პარაოლიმპიური გადამზადების ცენტრი, ბავშვთა ჰოსპისი, Impact Hub, სახელმწიფო უწყებები და სხვა არასამთავრობო ორგნიზაციები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...