1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარგველაშვილი მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო, ინგლისელ ხალხს თანადგომას უცხადებს

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო, ბრიტანეთის ხელისუფლებას და ინგლისელ ხალხს თანადგომას უცხადებს

   "შეძრწუნებული ვარ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 

   საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს"- ნათქვამია წერილში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები