1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მზიურის“ ტერიტორიაზე ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

    რამდენიმე წუთის წინ „მზიურის“ ტერიტორიაზე ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობდა. მზიურის შესასვლელთან მყოფი სამართალდამცავების განცხადებით, 112-ში შევიდა ზარი მზიურის ტერიტორიაზე მდებარე კაფეში ბომბის არსებობის შესახებ.  თუმცა აღნიშნული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

  სინამდვილეში, საღამოს მზიურის კაფეში ფილმის პრაიდის ჩვენება იგეგმებოდა, რომელიც ლგბტ თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ამავე დროს მზიურისშესასვლელთან სასულიერო პირები, მრევლი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ.

ფილმის ჩვენებაზე მისული მაყურებელი აცხადებს, რომ ბომბი მხოლოდ და მხოლოდ მიზეზია, რომელიც ფილმის ჩვენების ჩასაშლელად გამოიყენეს. მათი თქმით, მზიურის შესასვლელთან მოსულ მოსახლეობას მათი შეკრებისა და ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლა სურდათ.

სასულიერო პირების განცხადებით, მათთვის მიუღებელია მსგავსი შინაარსის მქონე ფილმის ჩვენება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები