1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გამორიცხული არ არის, სეტყვა დედაქალაქის გარეუბნებშიც მოვიდეს“ - აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე რაიონი დაისეტყვა

აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე რაიონი დაისეტყვა , მათ შორის, ბორჯომი, ბაკურიანი და გორი, - ამის შესახებ  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს. 
რაც შეეხება თბილისს, ძლიერი წვიმა დღის ბოლომდე გაგრძელდება.
„გამორიცხული არ არის, სეტყვა დედაქალაქის გარეუბნებშიც მოვიდეს“, - განაცხადეს ცენტრში.

ხანგრძლივი ნალექის გამო, მკვეთრად მოიმატა მდინარეებში წყლის დონემ. დატბორილია მდინარეების სიახლოვეს მდებარე სასოფლო სავარგულების ნაწილი, თუმცა შიდა ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები აცხადებენ, რომ უხვი ნალექის მიუხედავად, ვითარება სტაბილურია და მოსახლეობა არ დაზარალებულა.

აღმოსავლეთ საქართველოში ამ დრომდე წვიმს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები