1 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ ჩამობნელდა თბილისში ? - გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტება

   დედაქალაქში ძლიერი ჩამობნელება საწვიმარი ღრუბლების გაძლიერებას უკავშირდება. თუმცა, ეს საშიში არ არის, -ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა

მისივე ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. ხვალიდან გაძლიერდება ქარი.


ზოგადადმთელ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წიომებიქარიელჭექით და სეტყვა. დღეს რამდენიმე რეგიონი დაისეტყვა.

რაც შეეხება დედაქალაქში ძლიერ ჩამობნელებას, ნიორაძე ამბობს, რომ ეს საწვიმარი ღრუბლების გაძლიერებას უკავშირდება. თუმცა, ეს საშიში არ არის.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუარესებულია ამინდი. დღეს დაისეტყვა რამდენიმე რაიონიმათ შორის, ბორჯომი, გორი, წალკა, ბაკურიანი. სეტყვა ხვალაც იქნება ზოგიერთ რაიონში.

რაც შეეხება გამოდარებას, ხვალიდან შედარებით უკეთესი ამინდი იქნება, ზეგ კიდევ უფრო გამოიდარებს. შაბათ-კვირას არის ცუდი ამინდი, წვიმები, ქარები.

ჰაერის ტემპერატურა ხვალ 11-16 გრადუსის ფარგლებში იქნება დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში 18-23 გრადუსის ფარგლებში. 21-22 მაისსაც შედარებით მოიმატებს ტემპერატურა, თუმცა, იმ კვირაშიც არ გამოიდარებს სრულად. დროგამოშვებით ხან წვიმებია, ხან გამოიდარებს“, განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები