1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შპს “ჯორჯიან მანგანეზის” ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა სრულფასოვნად ფუნქციონირებს

ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა სრულფასოვნად ფუნქციონირებს. შესაბამისად, კომპანია "ჯი ეი ეის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია შპს. „ჯორჯიან მანგანეზში“ კომპიუტერული სისტემების მწყობრიდან გამოსვლასთან და საწარმოს პარალიზებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. 

შპს “ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ, კომპანიაში განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის აღმოფხვრაც ახალმა მენეჯმენტმა მყისიერად და დროულად შეძლო. აღნიშნული ფაქტის გამო, ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის სრულფასოვნად მუშაობას საფრთხე არ შექმნია.  კომპანიაზე განხორციელებული სავარაუდო კიბერშეტევის გამოსაძიებლად, “ჯორჯიან მანგანეზმა” შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს უკვე მიმართა. 

შპს “ჯორჯიან მანგანეზი“ თვლის, რომ კომპანია "ჯი ეი ეი" შეგნებულად ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ხელისუფლების შესაბამის სამსახურებს მიმართავს, დაინტერესდეს კომპანია "ჯი ეი ეის" მხრიდან ახალი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებით. 

  შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შპს "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დანიშნა. უწყების ცნობით, კომპანია, რომელიც წლებია, ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებასა და გადამუშავებას, საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით აგრძელებს. როგორც მდინარის, ასევე, ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით, არათუ გამოასწორა კომპანიამ საქმიანობა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე, ფაქტობრივად, ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფას სიტუაციას ქმნის. 

 შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ აღნიშნულმა სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, სადაც გარემოზე მიყენებული ზიანის თავიდან ასაცილებლად, ეტაპობრივი ღონისძიებები იქნება განსაზღვრული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...