1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აუდიტის სამსახურის თანამშრომლები პარლამენტს, პრეზიდენტს და მთავრობას მიმართავენ

აუდიტის სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დღეებში ჩვენი ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 

ისინი გენერალურ აუდიტორს სრულ თანადგომას უცხადებენ. მათი განცხადებით, გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ამ ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების ტოლფასია.

აუდიტის სამსახურის თანამშრომლები დამოუკიდებლობის გარანტიების მხარდაჭერის მიზნით, პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ. 

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გამოვთქვამთ შეშფოთებას ბოლო დღეებში ჩვენი ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში გვსურს, სრული თანადგომა გამოვუცხადოთ გენერალურ აუდიტორს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლად და მაღალპროფესიულად განხორციელებაში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი და კვალიფიციური სახელმწიფო აუდიტის სამსახური დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ამ ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების ტოლფასია.

"ჩვენთვის, უაღრესად შეურაცხმყოფელია უკანასკნელ დღეებში გამოთქმული ბრალდებები აუდიტორული საქმიანობის მიკერძოებულობის შესახებ. გვსურს ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ მიერ მომზადებული თითოეული აუდიტის ანგარიში ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს.

"იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებს არ გაუჩნდეთ პროფესიულ საქმიანობაში დაუცველობის განცდა, მივმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მხარი დაგვიჭირონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტიების სათანადო დონეზე უზრუნველყოფაში.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს ამ განცხადებით გვსურს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთსულოვნება, ვიყოთ ერთგული დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და წინ აღვუდგეთ ნებისმიერ ჩარევას ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში," - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...