1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ხატე საქართველოსთვის“ - მცხეთა საერთაშორისო არტ-ფესტივალს მასპინძლობს

22 მაისს ქალაქ მცხეთაში მეხუთე საერთაშორისო არტ-ფესტივალი „ხატე საქართველოსთის“ გაიხსნება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული  მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას. 

წლევანდელ ფესტივალში, ისევე როგორც მის დასკვნით გამოფენაში, მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები აშშ-დან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, სირიიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და კვიპროსიდან და საქართველოდან (სულ 24 მხატვარი და სამი საერთაშორისო კურატორი). დეტალური ინფორმაცია მონაწილეების შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. 

ფესტივალის მონაწილეები  5 დღის განმავლობაში იცხოვრებენ მცხეთაში და მის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შექმნიან თავიანთ ნამუშევრებს. ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს შეეძლებათ 26 მაისს მცხეთის ცენტრალურ პარკში, ღია ცის ქვეშ გამართულ გამოფენაზე, ხოლო 27 მაისს - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოეთეკაში. გარდა გამოფენებისა, ფესტივალის მონაწელეები დაინტერესებული პირებისთვის ჩაატერებენ  საინტერესო ვორქშოპებს, 22, 23 და 25 მაისს  ვორქშოპები მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, სვეტიცხოვლის მახლობლად გაიმართება.  

ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია VOICE FROM GEORGIA, წელს უკვე მეორედ ფესტივალს მხარს უჭერს თიბისი ბანკი.  სპეციალურად უცხოელი სტუმრებისთვის დაგეგმილია კულტურულ-ისტორიული ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით. ერთერთი ასეთი ტურის დროს, მხატვრები ეწვევიან შატო-მუხრანს, სადაც გაიმართება უნიკალური მასტერკლასი ფესტივალის მონაწილე იაპონელი მხატვრისგან. ედგარ ლისარაზუ ღვინით ხატვის საინტერესო ტექნიკის დემონსტრირებას მოახდენს. 

„ხატე საქართველოსთვის“ 2013 წლიდან ტარდება. ფესტივალის მიზანია საქართველოში საინტერესო კულტურული სიახლეების დანერგვა, ქართველ და უცხოელ მხატვრებს შორის პროფესიული კონტაქტების დამყარება და მრავალმხრივი კულტურული დიალოგების გამართვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...