1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„სტარტაპერი“ ორი თვის შედეგებს აჯამებს

თიბისი ბანკმა პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში 1 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სესხი გასცა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე,  სტარტაპსესხით უკვე 30-მდე დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ: მათ შორის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება, ტექნოლოგიური მიმართულება, აგროსექტორი, ხელნაკეთი ნივთები, სასტუმროს მშენებლობა  და სხვა. 

პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში შეღავათიანი საბანკო პროდუქტების პაკეტით 3 000-ზე მეტმა სტარტაპმა ისარგებლა, პროგრამის ვებ-გვერდზე განთავსებულ, სპეციალურად სტარტაპებზე შექმნილ კატალოგში კი უკვე 200-მდე სტარტაპს შეგიძლიათ გაეცნოთ, მოიძიოთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია ან  პირდაპირ კატალოგიდან სოციალურ ქსელშიგაუზიაროთ  თქვენს მეგობრებს  ის სტარტაპი, რომელიც მოგეწონათ.  

პროგრამის  მიმდინარეობიდან 2 თვის განმავლობაში სპეციალურად სტარტაპერებისთვის  შეიქმნა  პროდუქტები: სტარტაპ- ენერჯი ბარათი და სტარტაპ-ლიზინგი. სტარტაპ-ენერჯი „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიასა“ და თიბისი ბანკის ერთობლივი ბარათია, რაც სტარტაპერებისთვის 15 თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს ნებისმიერი ტიპის საწვავზე; სტარტაპ-ლიზინგი სტარტაპებს მათი ბიზნესისასთვის საჭირო დანადგარების შეძენის შესაძლებლობას აძლევს, მათზე მორგებულ ინდივიდუალურ გადახდის გრაფიკით.  2 თვის განმავლობაში სტარტაპ-ენერჯი ბარათი უკვე 100-მდე სტარტაპერმა მიიღო. 

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროგრამა სხვა არაფინანსურ აქტივობებსაც მოიცავს: „სტარტაპერის“ ფარგლებში უკვე 200 დამწყები ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო  ტრენინგებისა და მასტერკლასების სპეციალურ კურსს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევეს, გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები და უკეთესად მართონ საკუთარი  ბიზნესი.  

პროგრამის კიდევ ერთი შემადგენელი კომპონენტი სტარტაპების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. პროგრამის მედიაპარტნიორები: გადაცემა “საქმიანი დილის“ და „სტარტაპერის“ ერთობლივი რუბრიკა „სტარტაპერი“  და ვებგვერდები : Ambebi.ge, Bpn.ge, 4motivi.com და Marketer.ge  დამწყებ ბიზნესებსა და მათ დამფუძნებლებს  აცნობენ საზოგადოებას. პროგრამის ფარგლებში უკვე 70-ზე მეტ სტარტაპზე მომზადდა სტატია/რეპორტაჟი. 

„თიბისი ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობაა. პროგრამა  „სტარტაპერის“ მიზანიც სწორედ ეს არის - სტარტაპების მხარდაჭერა და ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაცია. პროგრამის ჩაშვებიდან დღემდე უკვე არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ და სტარტაპერებისთვის  კიდევ  ბევრ სიახლეს  ვგეგმავთ.  უახლოეს მომავალში სტარტაპებს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს შევთავაზებთ ბაზარზე მოთამაშე სხვადასხვა ლიდერ კომპანიასთან ერთად. გარდა ამისა, დაახლოებით ერთ თვეში ჩაეშვება სტარტაპ-ბარათიც, რაც „ქეშბექ“ სისტემის პრინციპით სტარტაპებს ფასდაკლებებს შესთავაზებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა. 

პროგრამის  შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე : www.startuperi.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...