1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

NDI - გამოკითხულთა 67% ფიქრობს, რომ მთავრობამ ეკლესიის ხარჯები უნდა აკონტროლოს

  გამოკითხულთა 67%-ს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს თუ როგორ იხარჯება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ეკლესიის ხარჯების შემოწმებას, გამოკითხულთა 22% არ ეთანხმება, 11%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, 43% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ეკლესიისთვის თანხის გამოყოფა უნდა გააგრძელოს.

14%-ის აზრით, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხა (25 მილიონი ლარი)

20%-ის აზრით, გამოყოფილი თანხა უნდა შემცირდეს, 8%-ს კი მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ეკლესიას თანხა საერთოდ არ უნდა გამოუყოს.

NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს გახდა ცნობილი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა შედეგები სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.

აქცენტი ქვეყნის მიმართულებასთან, მიმდინარე მოვლენებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებზე გაკეთდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები