1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ეს იყო ფარცხალაძის პირადი ანგარიშსწორება..."

  აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, გამოძიება, რომელიც აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს და რის გამოც გუშინ ყოფილი მთავარი პროკურორი თავს დაესხა, ოთარ ფარცხალაძის მიწის ნაკვეთებს და მერიაში არსებულ დარღვევებს ეხება.
   როგორც ლაშა თორდიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე ეხება 2016 წლის პერიოდს და შესწავლის შედეგად მთელი რიგი დარღვევები გამოიკვეთა.
  მისი თქმით, საუბარია ოთარ ფარცხალაძისთვის მერიის გადაწყვეტილებით მიწების ჩანაცვლებისა და შესყიდვასთან დაკავშირებულ დარღვევებზე.   
"ამ საკითხთან დაკავშირებით მას აქვს ინფორმაცია, ადამიანს აქვს სრული დაუსჯელობის განცდა, ამ კლუბში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ამ ადამინების თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. მას თუ ჰგონია, რომ შიშს დანერგავს, ან ვიღაცა რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები