საზოგადოება
ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 68% უჭერს მხარს - NDI
2017-05-12 11:43:56
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 68% უჭერს მხარს, 21% კი ეწინააღმდეგება.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს სამი მთავარი არგუმენტი აქვთ:
მოწინააღმდეგეთა 53%-ს მიაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანებას რუსეთთან კონფლიქტის გამოწვევა შეუძია. 24% აცხადებს, რომ ამით საქართველო ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, 13 % კი თვლის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არასდროს მოხდება.
დღეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა. NDI-მსაქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა აპრილში ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/-2,7%-ია.
კომენტარები