საზოგადოება
უკრაინაში შეტაკებების დროს ქართველი მებრძოლი დაიღუპა
2017-05-12 00:30:50
უკრაინაში შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრი დავით მაყიშვილი სოციალურ ქსელშ ავრცელებს.
„კიდევ ერთი ღირსეული ქართველი ოფიცერი დავკარგეთ დღეს უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში“, - წერს მაყიშვილი, თუმცა დაღუპულის ვინაობას, მისი ოჯახის წევრების საქმის კურსში ჩაყენებამდე, არ ასახელებს.
დავით მაყიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცი „ქარული ბატალიონის“ ან „აზოვის“ რიგებიდან არ ყოფილა.
კომენტარები