1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შორენა ყაველაშვილი იუსტიციის საბჭომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნა

ჩამოტვირთვა

შორენა ყაველაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შორენა ყაველაშვილი,რუსთავი2-ის საქმის კოლეგიის ერთ-ერთი წევრი იყო.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს სხდომა ამ დრომდე გრძელდება და კენჭისყრის პროცესს 50 კანდიდატი ელოდება და საბჭომ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

გადაწყვეტილებას ელოდება ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია, რომელსაც სურს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა. გიორგი ჩემია გირგვლიანის სკანდალური საქმის მოსამართლე იყო  და პირველ ინსტანციაზე მიღებული გადაწყვეტილება სწორედ მის მიერ არის მიღებული.  

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმაურიან საქმეებთან დაკავშირებული მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ სიჭინავა უვადო მოსამართლეებად განამწესა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები