მსოფლიო
სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
2017-05-11 10:41:33
ჩამოტვირთვა
დიღმის მასივში, რესტორან „ფაეტონთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია
კომენტარები