1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეტრო "წერეთლის" მუშაობა დროებით შეჩერებულია

   მეტრო წერეთლის  მუშაობა დროებით შეჩერებულია.  მეტროს მუშაობის შეჩერების მიზეზი კი ესკალატორების გათიშვა გახდა.

სატრანსპორტო კომპანიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას მეტროში განხორციელებული ევაკუაციის შესახებ. განმარტავენ, რომ მატარებლების გადაადგილება არ შეფერხებულა, მეტრო სადგურმა მგზავრთა ახალ ნაკადის მიღება შეზღუდა, უკვე ბაქანზე მყოფმა  მოქალაქეებმა კი მგზავრობა უპრობლემოდ შეძლეს. 

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე  ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. მათივე ცნობით, შეფერხება 10:00 საათისთვის დაფიქსირდა. 

როდის აღდგება მეტრო წერეთლის მუშაობა, კომპანიაში ვერ აზუსტებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები