1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სავარაუდოდ, ვერცერთი ვერ გადარჩებოდა - მინდელის მაღაროს თანამშრომლის პირველი კომენტარი

ადგილობრივი პროფკავშირის წარმომადგენელი, რუსლან ბუცხრიკიძე, რომელიც მინდელის მაღაროში მუშაობს, მომხდარ ფაქტზე რუსთავი2-თან საუბრობს.

პროფკავშირის წარმომადგენლის თქმით, მეშახტეები 350-400 მეტრის სიღრმეზე ჩავარდნენ და ვარაუდობს, რომ ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩებოდა.

რუსლან ბუცხრიკიძე სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და სამაშველო სამუშაოების დასრულებას ელოდება. 

არსებული ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება არ მომხდარა და მეშახტეები სიმაღლიდან სარემონტო სამუშაოების დროს ჩაცვივდნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები