1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სასამართლომ "აიტექნიკის" სარჩელი iPhone+-ის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ჩამოტვირთვა

თბილისის საქალქაო სასამართლოს მოსამართლემ  ნათია შიოშვილმა “აიტექნიკის” სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და iPhone+_ს ”აიტექნიკის” სასარგებლოდ 890 000 ლარის გადახდა დააკისრა.

iPhone+ მოსამართლე შიოშვილის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის გავლენას უკავშირებს. iPhone+_ის დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება ბიზნესის თანამედროვე რეკეტად შეაფასა ,მისი თქმით, აიტექნიკი, ბაზრიდან კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს.

Apple-ის ტექნიკის რეალიზატორმა კომპანია აიტექნიკმა სასამართლოს  კონკურენტი iPhone+-ის წინააღმდეგ 2016 წლის ოქტომბერში მიმართა. საქალაქო სასამართლომ აიტექნიკის სარჩელის უზრუნველყოფისთვის iPhone+-ს მილიონ ნახევრიანი ყადაღა დაადო. აიტექნიკი iPhone+-ს საკუთარი Facebook გვერდის გაუქმებას, დომეინი iTechnics.ge-ს და ყალბი Facebook-გვერდის iTechnic Georgia-ს შექმნას ედავება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები