1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნუცა მახვილაძის სახელობის ტურნირი დაიწყო - რა ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი მახვილაძე

ჩამოტვირთვა

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა ნუცა მახვილაძის სახელობის ტურნირი დაიწყო. ტურნირში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 9 კლასიდან 12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მიიღებენ.

„ჩვენ დავიწყეთ ნუცა მახვილაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი დებატებში მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი საამაყო მოსწავლის, როგორიც ნუცა იყო, მისი სახელობის ტურნირით მოვუყარეთ თავი ბავშვებს მთელი საქართველოდან,“ - აცხადებს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თინათინ ცერცვაძე.

დებატების ეროვნული ტურნირის საკამათო თემა ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევა იქნება. ტურნირი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები