1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები ვაკის პარკში იკრიბებიან

ჩამოტვირთვა

9 მაისის აღსანიშნავად, თბილისში, ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დილიდან იკრიბებიან. მათთვის მისალოცად კი ადგილზე მოქალაქეები, პოლიტიკოსები და მთავრობის წევრები მიდიან.

ოფიციალურმა პირებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს. ადგილზე დღეს რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ვეტერანებს 9 მაისი საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

„მეორე მსოფლიო ომში საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო. საერთაშორისო კოალიციასთან ერთად მოხერხდა დიდი სიბოროტის დამარცხება, ფაშიზმის სახით, მსოფლიო ზეიმობს ამ დღეს,“ - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ისტორიული უწოდა.

„მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა, არა ცალკეული სახელმწიფოს, არამედ ფაშიზმის წინააღმდეგ და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც მივიდა და აღნიშნა, რომ „ეს არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები