1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამაკაცმა M&M-ის შოკოლადში მკვდარი ტარაკანი იპოვა

  კაილ როსევორნმა  M&M-ის შოკოლადის დაგემოვნების დროს  ფილაში მკვდარი ტარაკანი იპოვა,გაბრაზებულმა მომხმარებელმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:’’როცა გავხსენი შეფუთვა გუშინ, აი, ასეთი რამ აღმოვაჩინე. შოკოლადში მკვდარი ტარაკანი იყო. ძალიან შევშფოთდი.“ ფოტოზე კარგად ჩანს შოკოლადში აღმოჩენილი მკვდარი ტარაკანი. მომხმარებელი გაბრაზებულია შოკოლადის მწარმოებელ ცნობილ ბრენდზე და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ.

უკმაყოფილო მომხმარებელი აცხადებს, რომ კომპანიისაგან ბოდიშის მოხდას მოელის:"საქმე მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანებაშია არაა, ეს არის სერიოზული ეკოლოგიური დარღვევა.ისინი პროდუქციას ამზადებენ ჩინეთში. სავარაუდოდ ტარაკანიც იქიდანაა. მას სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია’’.

შოკოლადის მწარმოებელი კომპანის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მომხმარებელს უკვე დაუკავშირდნენ და ვითარებას ბოლომდე  შეისწავლიან. მათივე თქმით, შოკოლადის თითოეული ფილა ძალიან მაღალი სტანდარტებით მოწმდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები