2 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი გაკეთდა

2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი გაკეთდა.

კერძოდ,  დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოები, რომლებიც  აღიარებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას,  ან დაამყარებენ მათთან დიპლომატიურ კავშირს, ვერ მიიღებენ ამერიკისგან ფინანსურ მხარდაჭერას.

  დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელია რომ აშშ-ის 2017 წლის  ბიუჯეტის კანონის ფარგლებში გამოყოფილი თანხა, რაიმე სახით იქნას გამოყენებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წასახალისებლად.

  აღნიშნული შესწორება ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ავალდებულებს  დაარეგულიროს და აკონტროლოს აშშ-ის საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემული სესხები კრედიტები და გრანტები.

  ფინანსურ მხარდაჭერას ვერ მიიღებს ვერც ერთი სახელმწიფო, რომელიც  არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები