2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

HUALINGFIZ.GE გახლავთ ქუთაისის თავისუფალი ინდისტრიული ზონის ვებგვერდი, ყველა მსურველს შეუძლია ეწვიოს და მიიღოს ინფორმაცია საჭიროებისამებრ.

 საქართველოს გააჩნია მიმზიდველი ბიზნეს გარემო, სტრატეგიული მდებარეობა და რეგიონულ და ევროპულ ბაზრებთან ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ „ჰუალინგ ჯგუფმა“ გადაწყვიტა დაეარსებინა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა  ქალაქ ქუთაისში, საქართველოს მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში.

2009 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ საქართველოს მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  ეკონომიკის სამინისტროებს შორის. პროექტმა მოწონება დაიმსახურა და 2015 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ჰუალინგის ქუთაისის ინდუსტრიულ ზონას მიენიჭა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ სტატუსი.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ განლაგებულია 36  ჰექტარზე.პროექტი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მაგისტრალია შავი ზღვის დიდ ქალაქებსა და თბილისს შორის, მისი მოსახერხებელი ადგილმდებარეობიდან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. 

ინდუსტრიულ ზონაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რამდენიმე გადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს: ხის, სამშენებლო ქვის, ავეჯის, ლითონკონსტრუქციების,მატრასების საწარმოები და სხვა.

 

ინდუსტრიული ზონას ძალიან ბევრი უპირატესობა გააჩნია და საკმაოდ მოსახერხებელია ბიზნესისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები