2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბიზნეს კაფეს მეცხრე შეხვედრა

2017 წლის 3 მაისს გაიმართა ბიზნეს კაფეს მორიგი, მეცხრე შეხვედრა. ამჯერად მოწვეული სპიკერი იყო უძრავი ქონების კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი, პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი, საშა ტერნესი, რომელმაც ისაუბრა ორგანიზაციულ კულტურაზე, ბიზნეს ეთიკაზე და კორპორატიულ მართვაზე.

ბიზნეს კაფეს შესახებ:

ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშა ბანკის პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. აქ ხდება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების, ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. პროქტი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით და ინტერაქტიული ფორმატით, რაც განაპირობებს მის მიმართ მზარდ ინტერესს. 2017 წლიდან პროექტს სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი.

„ბიზნეს კაფეს დღევანდელი შეხვედრა, წინა შეხვედრების მსგავსად, საინტერესო და დინამიური გამოვიდა, რაც ისევ და ისევ განაპირობა სპიკერის კალიბრმა და შერჩეული თემის აქტუალობამ. პაშა ბანკი უკვე მესამე წელია პროექტის მხარდამჭერია და მის მიმართ მზარდი ინტერესი და დადებითი შეფასებები ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

 ბიზნეს კაფეს შეხვედრების სპიკერებს შორის იყვნენ:

-          ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე -“აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”

-          გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი -  „ინოვაციების მართვა“

-          ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - „ორგანიზაციული კულტურა“

-          დავით გოგიჩაიშვილი, “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი - „ადამიანური რესურსების მართვა“

-          ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“

-          პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“

-          თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - „ვინ არის მომავლის ლიდერი?“

-          გუგა ცანავა, ბიზნეს კონსულტანტი და ანტერპრენიორი - “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...