2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კამპანიის „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ გახსნის ღონისძიება

World Vision  საქართველო იწყებს ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას „ ეს არ არის ჩემი არჩევანი“.  აღნიშნული ინიციატივით საქართველოს ოფისი უერთდება World Vision- ის გლობალურ  კამპანიას  „ მსოფლიო ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ“, რომელშიც  100-მდე ქვეყანაა  გაერთიანებული.

კამპანიის გახსნის ღონისძიება გაიმართება  თბილისი მარიოტში, 2017 წლის 5 მაისს, 09:30 საათზე.

ღონისძიებას გახსნიან  საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე  და ადამიანის უფლებათა  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო კილაძე.    გახსნის ღონისძიებაზე დონორ ორგანიზაციებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად წარმოგიდგენთ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემებს და იმ ძირითად მიმართულებებს, რაზეც კამპანიის ფარგლებში ვიმუშავებთ, ასევე გაგაცნობთ World Vision  საქართველოს ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებზე.   

2013 წელს  დონორთა დახმარებით საქართველოს მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა  გააერთიანეს თავიანთი  ძალისხმევა  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის მომსახურებების შესაქმნელად და მათი იდენტიფიცირებისა და საჭირო სერვისებში რეფერირების მექანიზმის შესამუშავებლად. დღემდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში იდენტიფიცირებულია  დაახლოებით 800  ბავშვი, რომლებიც  ყოველდღიურად ქუჩაში ცხოვრობენ. ფიზიკური დასჯა, ცუდი მოპყრობა,  განვითარების   საშუალების არქონა მათი ოჯახის წევრების,  ახლო ნათესავებისა და სხვა უფროსი ადამიანების მხრიდან ეკონომიკური ექსპლოატაციის შედეგებია. „ ეს არ არის ჩემი არჩევანი“  კამპანიის  მიზანია  დავასრულოთ ქუჩებში ბავშვების ექსპლოატაცია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით  და  ხელისუფლების ჩართულობით, რაც ექსპლოატაციის ამკრძალავი და მის პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის ამოქმედებაში უნდა გამოიხატოს.

 World Vision საქართველო  მრავალი წელია   მუშაობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე.   დღესდღეობით ჩვენი ორგანიზაცია  სამ დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრს ხელმძღვანელობს  ბავშვთა ჩართულობის, საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო სერვისების უზრუნველსაყოფად. სერვისების მიზანია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა და მათი განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...