საზოგადოება
ავარია ელიავას ბაზრობასთან-გარდაცვლილია ერთი ადამიანი
2017-05-02 17:55:58
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ქვეითი საავადმყოფოშია გადაყვანილი.შსს-მ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები