2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

განცხადება-მუზეუმების გაერთიანება

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ეხმაურება საინფორმაციო-პოლიტიკურ, საზოგადოებრივ-შემეცნებით პორტალში „ქართული აზრი“ გავრცელებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას – 2017 წლის 20 აპრილს დიანა ლიპარტელიანის საავტორო რუბრიკაში განთავსდა ჟურნალისტი მაკა რაზმაძის ინტერვიუ, რომელშიც მან აღნიშნა, რომ მერაბ კოსტავას ქალიშვილს, თამთა კოსტავას, მამის მემორიალურ სახლ-მუზეუმში არ უშვებენ; ციტატა სტატიიდან: „ერთ დეტალს გავუსვამ კიდევ ხაზს – თამთას მუზეუმზე სწყდებოდა გული… მერაბ  კოსტავას სახლი მუზეუმად, სახელმწიფო ორგანიზაციად გადაკეთდა და ამ მუზეუმში თამთას არ უშვებდნენ. დამირეკა, გულნატკენი იყო… ტიროდა. მას ქონება არ სჭირდება, მერაბისნაირია…  თამთას ყურადღება სჭირდება.“

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საინფორმაციო პორტალში ზემოთაღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება – თამარ კოსტავა ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ დაფუძნების (29.07.2016) შემდეგაც რჩება „ქალაქ თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის“ თანამშრომლად და შრომითი ხელშეკრულებისა და შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, დასაქმებულია კონსულტანტის თანამდებობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...