2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საზაფხულო სიახლეები „ელიტ ელექტრონიქსისგან“

ზაფხულის ცხელი დღეების მოახლოვებასთან ერთად ყველაზე აქტუალური ტექნიკა კონდიციონერია, პროდუქტზე მოთხოვნა უკვე გაიზარდა და ამიტომ „ელიტ ელექტრონიქსი“ ერთგულ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანს და საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად შეგიძლიათ შეიძინოთ ჰიუნდაის, ბოშის და გორენიეს კონდიციონერები 12 თვიანი 0%-იანი განვადებით, წინასწარი შენატანის და საკომისიოს გარეშე, თვეში 60 ლარიდან.

იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ კონდიციონერი მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი.  კონდიციონერის შერჩევის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ბინის საერთო ფართი, ინტერიერი და მასში არსებული ავეჯის და ტექნიკის რაოდენობა. ეს ყოველივე დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ კონდიციონერი, ამისათვის „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს სთავაზობს "ფართის დათვალიერების" მომსახურებას. აღნიშნული მომსახურება მოიცავს „ელიტ სერვისის“ სპეციალისტის მისამართზე ვიზიტს, მომხმარებლის საცხოვრებელი ან საოფისე ფართის დეტალურ დათვალიერებას, ადგილზე არსებული და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით კონდიციონერის ოპტიმალური სამონტაჟო ადგილის და შესაბამისი სიმძლავრის განსაზღვრას, საჭირო რეკომენდაციების გაცემას დამხმარე ტექნიკური საშუალებების, ელ. გაყვანილობის და სადრენაჟე სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ „ელიტ ელექტრონიქსის“ ავტორიზებულ სერვისს - „ელიტ სერვისს“ და მოითხოვოთ „ფართის დათვალიერების“ სერვისი.

კონდიციონერის სწორად შერჩევის შემდეგ,  მნიშვნელოვანი მეორე ეტაპია მისი სწორი მონტაჟი, „ელიტ ელექტრონიქსის“ კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამონტაჟო ჯგუფი ახდენს კონდიციონერის მონტაჟს ტექნიკური მოთხოვნების და მწარმოებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით. სწორი ინსტალაცია საგრძნობლად ზრდის კონდიციონერის სამუშაო რესურსს, ახანგრძლივებს ნივთის ექსპლუატაციის ვადას, ამცირებს ელ.ენერგიის ხარჯს. ამიტომ რეკომენდირებულია მომხმარებელმა ისარგებლოს ავტორიზებული სერვისის მომსახურებით. ასევე აუცილებელია მომხმარებელი გაეცნოს ნივთის სამომხმარებლო ინსტრუქციას, საფუძვლიანად შეისწავლოს კონდიციონერის მართვა დისტანციური პულტის გამოყენებით, გაიგოს მუშაობის პრინციპი, შეარჩიოს სწორი სამუშაო და ტემპერატურული რეჟიმი, გაითვალისწინოს მწარმოებლის რეკომენდაციები ექსპლუატაციისთვის.

საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდესი რეალიზატორი  „ელიტ ელექტრონიქსი“, უკვე 21 წელია მოღვაწეობს ბაზარზე და არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებით და ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით. კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და ამიტომ უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...