2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ, მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი იმართება

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ორგანიზებით, მედიის წარმომადგენლებისთვის კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე, ტრენინგი იმართება. ღონისძიება ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის ოფისის პროგრამა „DIPECHO“-ს დაფინანსებით მოეწყო.

შეხვედრების პარტნიორი ორგანიზაციები არიან “საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB), ოქსფამი“ (OXFAM), “დანიის წითელი ჯვრის საზოგადოება“ და “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“.

მედიის და სახელმწიფო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისთვის გამართული ტრენინგების მთავარი თემები გახლავთ ქვეყანაში არსებული კატასტროფების მართვის სამდონიანი სისტემის და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, საბჭოს აპარატის, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა; კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის შესახებ ინფორმირება;  ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (ECHO) ოფისის პროგრამა DIPECHO-ის ოთხი ფაზის საქმიანობა.

ტრენინგი, რომელსაც ბრიტანელი ჟურნალისტი ნეიჯელ ქეი უძღვება, მიზნად ისახავს ჟურნალისტების მომზადებას კრიზისული სიტუაციის დროს.  მედიის და ხელისუფლების ეფექტურ თანამშრომლობას,  საქართველოში არსებული კატასტროფების მართვის სამდონიანი სისტემისა და კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის  გაცნობას. 

ბრიტანელი ჟურნალისტი ნაიჯელ ქეი 30 წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ჟურნალისტი. 2006 წლიდან  კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, ადგილობრივ წარმომადგენლობებსა და ბიზნეს სექტორს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობების სფეროში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...