2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მე კეთროვანი არ ვარ!

სასტიკ და დაუნდობელ სამყაროში, ძნელია თავი ვაიძულოთ სხვის პრობლემებზე ვიფიქროთ. მაგრამ ნუთუ არსებობენ ჩვენს გარშემო უცხო ადამიანები? ნუთუ არსებობს სხვისი პრობლემები?

დღეს გვინდა ერთი ლამაზი, ახალგაზრდა და სიცოცხლით აღსავსე გოგონას – ნინო ხუბუას საშინელი ისტორია გიამბოთ. ნინო ზუგდიდის რაიონის, სოფელ კოკიდანაა, თბილისის მერის, ბატონი დავით ნარმანიას მშობლიური სოფლიდან. ნინო უკვე მრავალი წელია ექიმებისთვის უცნობი საშინელი სენით იტანჯება. ტკივილები იმდენად ძლიერია, რომ ნინოს ეპილეფსიური შეტევები ემართება.

8 წლის წინ ნინოს ფეხები ასტკივდა, კანი დაუსკდა და ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს. როდესაც დაავადებამ პროგრესირება დაიწყო, და მთელი მუცელი მოიცვა, ნინოს ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა.

უკვე 8 წელია ნინო ყოველ დღე იბრძვის გადარჩენისთვის, ამარცხებს შიშს და გაუსაძლის ტკივილს. ძალიან ძნელი მოსასმენია, ძნელი დასაწერია, ძნელი სანახავია... მაგრამ ეს ახალგაზრდა გოგონა ცოცხლად ლპება და ვერავინ ვერაფერს შველის. ფიზიკურ ტკივილზე მეტად ნინო სულიერ ტანჯვას განიცდის. ავადმყოფობის შემდეგ, მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს ნაცნობებმა, მასთან აღარ მოდიან მეგობრები და მეზობლებიც გვერდს უვლიან მის სახლს.

ნინოს ოჯახში არავინ მუშაობს, ერთადერთი შემოსავალი, სოციალური შემწეობაა. მაგრამ ის უბრალო ტკივილგამაყუჩებლების შესაძენადაც არაა საკმარისი.

არ დავიწყებთ ნინოს საშინელი საცხოვრებელი პირობების აღწერას. ნახევრად დანგრეული სახლის სახურავიდან ოთახში წვიმა ჩადის, ავეჯი ფაქტობრივად არ არის, ნინო მორყეულ ტახტზე წევს, მშიერი და სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლების გარეშე... მაგრამ ამ ისტორიაში ეს მეორეხარისხოვანია! მთავარი ისაა, რომ ახალგაზრდა გოგონა ტკივილისგან გონებას კარგავს, როდესაც  მუცელზე საფენები აქვს გამოსაცვლელი. გადახვევის დროს ნინო უგონო მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების მანქანას საავადმყოფოში გადაჰყავს... ასე იტანჯება ნინო უკვე 8 წელი!

გამოჯანმრთელების იმედი მომავლის შიშმა და სასოწარკვეთამ შეცვალა. არაერთხელ უფიქრია ნინოს თვითმკვლელობაზე...

ჩერნოვეცკის ფონდი ვერ დატოვებს ნინო ხუბუას მარტო! ჩვენ ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას თანხის შესაგროვებლად. ნინოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოკვლევის ჩატარება, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, გადასახვევი საშუალებები და ახალი საწოლი. თანხა ამ ნივთების შესაძენად შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინო ხუბუა) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/190-khubua/

მეგობრებო, არ დარჩეთ გულგრილი ნინოს გასაჭირის მიმართ, ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი დახმარება საჭირო კი არა უბრალოდ აუცილებელია!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...