საზოგადოება
1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
2017-05-01 13:18:32
ყოველ წელს, საპირველმაისო დემონსტრაციას, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანა უერთდება. ეს არის მნიშვნელოვანი ოფიციალური დღესასწაული შრომითი უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის.
1 მაისი ასოცირდება მე-19 საუკუნეში, აშშ-ში მომხდარ მასობრივ არეულობებთან. როდესაც, მუშათა კლასი დაუპირისპირდა იმ დროისთვის არსებულ არაჰუმანურ პირობებს და მოითხოვა სამუშაო დროის 8 საათამდე შემცირება.
მშრომელთა საერთაშორისო დღეს, პირველ საათზე აქცია-მსვლელობა იმართება თბილისშიც. აქციის ორგანიზატორები საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანება და აუდიტორია 115 არიან.
მათი ძირითადი მოთხოვნებია: შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და შრომითი პირობების გაუმჯობესება, შრომის კანონმდებლობის დახვეწა, ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა.
მსვლელობა დაიწყება თსუ-ს პირველ კორპუსთან, რის შემდეგაც მისი მონაწილეები გადაინაცვლებენ პარლამენტის შენობასთან.
კომენტარები