2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

  ყოველ წელს,   საპირველმაისო დემონსტრაციას, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანა უერთდება.  ეს არის  მნიშვნელოვანი ოფიციალური დღესასწაული  შრომითი უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის.

1 მაისი ასოცირდება მე-19 საუკუნეში,  აშშ-ში მომხდარ   მასობრივ არეულობებთან. როდესაც, მუშათა კლასი დაუპირისპირდა იმ დროისთვის არსებულ  არაჰუმანურ  პირობებს და მოითხოვა სამუშაო დროის 8 საათამდე შემცირება.

მშრომელთა საერთაშორისო დღეს, პირველ საათზე აქცია-მსვლელობა  იმართება თბილისშიც.  აქციის  ორგანიზატორები საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანება და აუდიტორია 115 არიან.

მათი ძირითადი მოთხოვნებია: შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და შრომითი პირობების გაუმჯობესება, შრომის კანონმდებლობის დახვეწა,  ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა.

მსვლელობა დაიწყება თსუ-ს პირველ კორპუსთან, რის შემდეგაც მისი მონაწილეები გადაინაცვლებენ პარლამენტის შენობასთან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები