2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კომპანია „ IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით ბორჯომში 1000 ნერგი დაირგო

პროექტს „ბორჯომი #ბუნებისგულშემატკივარი“ მოხალისეები მთელი საქართველოდან და სოციალური მედიით შემოუერთდნენ

კომპანიაIDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში მუხის, ნეკერჩხლისა და ფიჭვის 1000 ნერგი დაირგო. ღონისძიება დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მის  მიზანს ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა და ამ აქციაში საზოგადოების აქტიური ჩართვა წარმოადგენდა.

„ამ ტერიტორიაზე გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ ტყის აღდგენითი ღონისძიებები, ჩავატარეთ სანიტარული ჭრები და ფაქტობრივად, შეიძლება უკვე თვალი მივადევნოთ ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების კომპლექსურ შედეგებს.  ტყის აღდგენის  ბუნებრივი პროცესი მიდის ძალიან კარგად და ამის ნათელი მაგალითია ეს აქციაც. მისასალმებელია, რომ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით, მოხდა 1000 ნერგის და სწორედ იმ სახეობების დარგვა, რომელიც აქაურობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართვა ამ პროცესებში, რაც აღნიშნულმა ღონისძიებამ ნამდვილად უზრუნველყო, აქ არიან  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე “IDS ბორჯომი საქართველოს“ მიერ დაფუძნებული ტრენინგ ცენტრის მოსწავლები, რაც ნამდვილად სასიხარულოა. 22 აპრილს, დედამიწის დღეს, გამოვაცხადეთ გარემოს დაცვითი აქტივობების კვირეული. იმედს გამოვთქვავ, რომ შეიკვრება ჯაჭვი და  ქართული ბიზნესი, თავისი სოციალური პასუხისმგებლობით, შემოუერთდება ბუნების გულშემატკივრობის ინიციატივას. ჩვენ ასეთ პროცესებს მხარს დავუჭერთ და ერთად არსებითად შევცვლით გარემოს დაცვით პრობლემებთან დაკავშირებით მიდგომებს, როგორც მოსახლეობის, ასევე ხელისუფლების მხრიდან,“- აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

კამპანია დაიგეგმა და განხორციელდა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით „ბორჯომიგულშემატკივარი“, რომელიც აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას - გარემოს დაცვა, განათლება, სპორტი.

„ბორჯომის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები სამი ძირითადი ხაზით ვითარდება - გარემოს დაცვა, განათლება და სპორტი. ბორჯომის ტყეების განახლების მიზნით უკვე ბევრი წელია ვახორციელებთ ნერგების დარგვის აქციებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მათ მიერ შერჩეულ ადგილებზე. წელს პირადად მინისტრიც შემოუერთდა ჩვენს აქციას, ასევე არიან მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ჩვენი თანამშრომლები და ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეები. ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ საქმეს, რომელიც მომავალ თაობებს შემოუნახავს ჯანსაღ გარემოს,“- აღნიშნავს „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე.

 

აქციამ  სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა და ფეისბუქის მომხმარებლებისგან პოზიტიური გამოხმაურება გამოიწვია. #ბუნებისგულშემატკივარი აპლიკაციის დახმარებით, სოციალური მედიის აუდიტორია ვირტუალურად შეუერთდა აქციას, შეცვალა პროფილის ფოტო და ამით გამოხატა მხარდაჭერა ბუნების დაცვისა და მწვანე საფარის არსებობის აუცილებლობისთვის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...