2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კახეთის საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული თელავის გუნდი გახდა

21-23 აპრილს თელავში 2004-2007 წლებში დაბადებულთა შორის კახეთის რეგიონის საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ხუთმა გუნდმა მიიღო. ტურნირში თელავის 2 გუნდთან ერთად იასპარეზეს ლაგოდეხის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს წარმომადგენლებმა. ფესტივალში გათამაშების ფორმატის თნახმად 5 გუნდი ერთ ჯგუფში იყო თავმოყრილი, რომლებმაც გამარჯვებული 1 წრის თავზე გამოავლინეს. ტურნირის ფინალური მატჩები 23 აპრილს გაიმართა და პრიზიორი გუნდებიც გამოვლინდნენ.

თელავში ფინალურ მატჩებზე დასასწრებად იმყოფებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები, რომლებმაც დაჯილდოვების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვებული გახდა თლავის პირველი გუნდი, მეორე ადგილი ახმეტელებს ერგოთ, ხოლო მესამეზე თლავის მეორე გუნდი გავიდა. პრიზიორები დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ, ფედერაციის გამგეობის წევრმა გივი ბიჭიაშვილმა, საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა და კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო იაგორაშვილმა დააჯილდოვეს.

ტურნირზე დაწესებული იყო ინდივიდუალური პრიზები. საუკეთესო მოთამაშე გახდა თლაველი კახა იაგორაშვილი, რომელსაც პრიზი თლავის მერიის სპორტულ კლუბთა გაერთიანების ხელმძღვანელმა გურამ გურაბანიძემ გადასცა. გამოვლინდა პრინლინგის შეჯიბრის გამარჯვებული, რომელიც გახდა ანდრია ძამუკაშვილი. პრიზიორი დააჯილდოვა ორგანიზაცია YMCA-ის ხელმძღვანელმა ლევან აბრამიშვილმა. ჩატარდა კონკურსი 3-ქულიან სროლებში, რომლის გამარჯვებული კახა იაგორაშვილი გახდა. პრიზიორი მიკროსაფინანსო კომპანია „ფინაგროს“ დირექტორმა ლევან ბოდაველმა დააჯილდოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...