2 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაშა ბანკი მესამე წელია ოქროს ბრენდის პარტნიორია

2017 წლის 21 აპრილს სასტუმროში Hotels & Preference Hualing Tbilisi გაიმართა ოქროს ბრენდის დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია. პაშა ბანკი უკვე მესამე წელია აღნიშნული ღონისძიების პარტნიორია. 

ოქროს ბრენდის დაჯილდოვებას ესწრებოდნენ წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა სოფო მაქაცარიამ, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა, Hotels & Preference Hualing Tbilisi - ის გენერალურმა მენეჯერმა პეტერ ლილვიკმა  და ღონისძიების სხვა მხარდამჭერებმა.

ოქროს ბრენდის დაჯილდოება Global Idea-ს და The FINANCIAL-ის ორგანიზებით 2006 წლიდან ტარდება და ავლენს წლის წარმატებულ კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში.

მისასალმებელ სიტყვაში პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პაშა ბანკის მზად ყოფნას, ხელი შუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ზრდას.

ბ-მა მამმადოვმა ოქროს ბრენდის ჯილდო გადასცა გამარჯვებულ კომპანიებს: 

-          მინერალური წყალი - ნაბეღლავი

-          წლის დამსაქმებელი - თეგეტა მოტორსი

-          რესტორანი - ტაბლა

-          ჯანსაღი პროდუქტები - ლიტვური საცხობი

-          სიახლეებზე ორიენტირებული კომპანია - ლუტეცია

ოქროს ბრენდის ჯილდო ასევე გადაეცათ:

-          სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

-          კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტისთვის “Check in Georgia”

-          ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტისთვის „ტექნოპარკი“

-          რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის

„პაშა ბანკი უკვე მესამე წელია ოქროს ბრენდის პარტნიორია. მოხარული ვართ, რომ ამ ფორმითაც გვეძლევა საშულება მხარი დავუჭიროთ ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. გვჯერა, რომ აღნიშნული ჯილდოს მიღება დამატებითი მოტივაციაა გამარჯვებული კომპანიებისთვის, რადგან ამით კიდევ ერთხელ დასტურდება მათი წარმატება. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წინსვლას!“ - აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

„ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესისთვის კონკურენტული გარემოს შექმნას. იგი მიზნად ისახავს თანამედროვე, ბრენდის და ბიზნეს-დამკვიდრების მეთოდების დანერგვას. დაჯილდოების ცერემონიის ძირითადი იდეა არის საქართველოში მოქმედი ქართული კომპანიებისა და უცხოური კომპანიების წარმოდგენა და პოპულარიზაცია. ოქროს ბრენდი მიზნად ისახავს ამ კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობას და მათი ბრენდების განვითარებას,“ -განაცხადა Global Idea-ს  გენერალურმა დირექტორმა ნათია ჯინჭარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...