2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ტერაბანკსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2017 წლის 20 აპრილს ტერაბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის თანახმად, www.eauction.ge-ს და ტერაბანკის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ტერაბანკის ვიზა ბარათებით განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ტერაბანკის კომერციულმა დირექტორმა, ზურაბ აზარაშვილმა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ძნელაძემ. 

„ტერაბანკი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ აუქციონზე გამოტანილი საქონელი ტერაბანკის საგადახდო სისტემის მეშვეობით კონკურენტული საკომისიო ტარიფებით. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების განვითარების თვალსაზრისით. ვგეგმავთ, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებსაც შევთავაზოთ მსგავსი ტიპის მომსახურება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ტერაბანკი განაგრძობს ელექტრონული კომერციის დანერგვასა და განვითარებას, რათა მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზოს თანამედროვე და სწრაფი ანგარიშსწორების საშუალებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...