2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პროექტი #წერექართულად დედაენის დღეს საინტერესო ტექნოლოგიური სიახლეებით აღნიშნავს

თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ 13 ახალი ქართული ფონტით, რომლებიც პროექტის #წერექართულად ფარგლებში გაციფრულდა. კონკურსის  „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტები, რომლებიც ქართველმა დიზაინერებმა შექმნეს, უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია, როგორც მაიკროსოფტის საოფისე, ასევე სხვა პროფესიულ  პროგრამებში.

კონკურსმა „ქართული ა“, რომელიც დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით  და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, გამარჯვებულები 7 ნომინაციაში 2016 წლის ივნისში გამოავლინა.

კონკურსის პარალელურად, ჯეოლაბში მიმდინარეობდა ფონტების ინჟინერიის კურსები სადაც 30-მა მსურველმა სრულიად უფასოდ შეისწავლა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ქართული ფონტების შექმნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისთვის. 2 თვიანი ინტენსიური კურსის დასრულების შემდეგ, სწორედ მათ დაიწყეს მუშაობა კონკურსის „ქართული ა“ გამარჯვებული ქართული შრიფტების გაციფრულებაზე.

ახალი ქართული ფონტები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განახლებული ვებგვერდიდან წერექართულად.com (www.writeingeorgian.org). ვებგვერდიდან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ქართველი დიზაინერების მიერ პროექტის #წერექართულად სიმბოლიკის გამოყენებით შექმნილი ახალი კოლექციები. აქვე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ელექტრონული წიგნების სახლის „საბას“ წიგნებიც.  

პროექტი #წერექართულად დედაენის დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთ საინტერესო სიახლეს გთავაზობთ. ვებგვერდზე www.typegeorgian.ge ახალი ფონტების და „ძველი“ საბეჭდი მანქანის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ ვინტაჟური წერილები შექმნათ და შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ში გააზიაროთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...