2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კიევში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TMTM) შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს

11 აპრილს ყაზახეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები - კანატ ალპისბაევი, ვოიცეხ ბალჩუნი, ჯავიდ გურბანოვი და მამუკა ბახტაძე უკრაინის პრემიერ მინისტრს  - ვლადიმერ გროისმანს შეხვდნენ.

შეხვედრისას  ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM) ეფექტური გამოყენების საკითხები განიხილეს.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა  და რკინიგზების ხელმძღვანელებმა  TMTM-ს, როგორც ევრაზიის პერსპექტიული სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობასა და მისი პოტენციალის გამოყენების საჭიროებას ხაზი გაუსვეს.  ასევე შეხვედრაზე აღინიშნა,  რომ   არსებული მიმართულებით ტვირთის მოზიდვის საქმიანობის აქტივიზაციაა საჭირო.

მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რათა TMTM-ს პროექტის ფარგლებში,   გაიზარდოს მარშრუტის გეოგრაფია და მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებზე გასვლა.  

მათი განცხადებით, სატრანსპორტო მომსახურების მომხმარებელთათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა, დერეფანში კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს შეუწყობს. კერძოდ, გადამზიდავებისათვის კომპლექსური მომსახურების მიწოდება - სატვირთო გადაზიდვებისას სავალდებულო პროცედურების ოპტიმიზება, უნიფიცირება და "ერთი ფანჯრის" პრინციპის რეჟიმში მომსახურება.

გარდა ამისა, შეხვედრაზე TMTM-ს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში "დასავლეთი - სამხრეთი" და "ჩრდილოეთი - სამხრეთი“ სატვირთო გადაზიდვების ნაკადის ზრდის საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასასრულს  ხელი მოეწერა შესაბამის პროტოკოლს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები